ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტში შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტში შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ალიანსის წევრი ქვეყნები ხელახლა ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
“მივესალმებით შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების - ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის - საგარეო საქმეთა მინისტრებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნატო მხარდაჭერას აძლიერებს მათი მთლიანობისა და გამძლეობისთვის, შესაძლებლობების განვითარებისთვის და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად.ჩვენ მტკიცე ერთგულებას ვინარჩუნებთ ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და საქართველოსა და უკრაინისადმი ყველა შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებას.”