Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვიქტორ დოლიძე

დაბადების თარიღი

1973 წლის 4 ივლისი

პროფესიული გამოცდილება

2020 - დღემდე - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი;

2018 - 2020 - ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი;

2016 - 2017 - სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;

2012 – 2016 - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე;

2010 – 2012 - ქ. თბილისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე;

2009 – 2016 - პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძვნებელი და წევრი; 

2005 - 2009 - ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი;

2004 - 2005 - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, საერთაშორისო უშიშროების დეპარტამენტის დირექტორი;

2001 -2004 -  ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობა, მრჩეველი;

2000 - 2001 - ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში საქართველოს საელჩო; ევროგაერთიანებებსა და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობა, მრჩეველი;

1998 -1999 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტი, ორმხრივი ურთიერთობების განყოფილების უფროსი;

1997 -1998 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტი, ნატოს  განყოფილების უფროსის მოადგილე;

1996 -1997 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა თანამდებობები.

განათლება

2004 - ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპული ცენტრი;

1999 - თავდაცვის რესურსების მართვის ინსტიტუტი, ქ. მონტერეი, კალიფორნია;

1998 - შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი;

1997 - ნატოს თავდაცვის კოლეჯი, რომი;

1990 - 1995 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი.

დიპლომატიური რანგი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი