Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ირენ ფელინი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს წარმომადგენელი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს.
შეხვედრების მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს მშიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში ქალთა როლის გაძლიერების საკითხები, ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება. საუბარი შეეხო უკრაინის წინააღმდეგ მიმდიანე რუსულ აგრესიას და რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას; ასევე, ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს.
ვიზიტის მსვლელობისას ხაზი გაესვა პოლიტიკაში ქალი ლიდერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.