ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო ალიანსის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საქველმოქმედო ბაზრობაში
2024 წლის 17 ნოემბერს, ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ ტრადიციულ საქველმოქმედო ბაზრობაში.
ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობის სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, სუნელები, სუვენირები და პუბლიკაციები საქართველოს პოპულარიზაციისთვის.
საქველმოქმედო ბაზრობის შედეგად მიღებული თანხა ღონისძიების ორგანიზატორებს გადაეცა, რომელიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდებს მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ ნატო-ს საქველმოქმედო ბაზრობა ყოველწლიურად იმართება, რომელშიც მონაწილეობას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლობები იღებენ.