14-15 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტით ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფებოდა.
14-15 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტით ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფებოდა. შეხვედრები გამართეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელებთან. ვიზიტის მიზანია საქართველოს 2022 წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) მიმდინარე პროცესების შეფასება და სამომავლო გეგმების დასახვა.
ყოველწლიური ეროვნული პროგრამა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგსა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისაკენ მიმავალ გზას, რომელიც განმეორებით იქნა დადასტურებული 2022 წლის ნატო-ს მადრიდის სამიტებზე.