2022 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, ხავიერ კოლომინასთან.
შეხვედრაზე განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი.