საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია დარჩიაშვილი სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საუბარი შეეხო მადრიდის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დროულად განხორციელების მნიშვნელობას. 

შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოს და ნატოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას. 
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ხავიერ კოლომინას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საქმეში მისი პირადი კონტრიბუციისა და მხარდაჭერისთვის.