22 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, შედგა საქართველო-ნატოს პარლამენტთაშორისი საბჭოს (GNIC) შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში (NATO PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, შეხვედრები გამართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და NATO PA-ის მაღალი რანგის პირებთან; მათ შორის, NATO PA-ის პრეზიდენტთან, ჟოელ გარიო მაილამთან, NATO PA-ის ბიუროს წევრებსა და
ალიანსში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის და თურქეთის წარმომადგენლებთან.