ბიოგრაფია
2020 წლის ივლისიდან დღემდე - ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი.
დაიბადა: 4 ივლისი, 1973 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1990-1995 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები;
1997 წ. - ნატოს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია);
1998 წ. - შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი;
1999 წ. - თავდაცვის რესურსების მართვის ინსტიტუტი (კალიფორნია, აშშ);
2004 წ. - ჯორჯ ს. მარშალის უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრი (გარმიში, გერმანია).
Ⴑამსახურეობრივი გამოცდილება:
1997-1998 წწ. - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
1998-2000 წწ. - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი;
2000-2001 წწ. - ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოსა და ევროგაერთიანებასა და ნატოსთან მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი;
2001-2004 წწ. - ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობა, მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში (ბრიუსელი, ბელგია);
2004-2005 წწ. - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;
2005-2009 წწ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში (ავსტრია) განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიში;
2009-2016 წწ. - პოლიტიკური პარტიის, "თავისუფალი დემოკრატების" დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
2010-2012 წწ. - თბილისის საკრებულოს მეოთხე მოწვევის წევრი და სოციალური და ჯანდაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
2012-2016 წწ. - არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, 2012 წლიდან 2015 წლის აპრილამდე ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ, 2015 წლის მარტიდან EURONEST- ის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის თანათავმჯდომარედ;
2016-2017 წწ. - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;
2018-2020 წწ. - ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.
ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.