ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
სამინისტროს განცხადებები
მისიის შესახებ
მისასალმებელი სიტყვა
მისიის ხელმძღვანელის ბიოგრაფია
მისიის სტრუქტურა
ოფიციალური დოკუმენტები
მთავარი მოვლენების ქრონოლოგია
კავშირი
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბუქარესტში გამართული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შესახებ
ქართული მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობა. ბუქარესტის შეხვედრა არის ნატო-საქართველოს შორის მიმდინარე მაღალი დონის პოლიტიკური და სტრატეგიული დიალოგის გაგრძელება, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.
საქართველო მიესალმება მინისტერიალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მინისტერიალის განცხადებაში ალიანსმა შესაბამისი ყურადღება დაუთმო ღია კარის პოლიტიკის ასახვას და ამ კონტექსტში კვლავ დაადასტურა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველო უაღრესად აფასებს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტის მინისტერიალის მიერ მიღებულ იქნა ქმედითი გადაწყვეტილებები, მადრიდის სამიტზე დამტკიცებული, საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის განხორციელების მიმართულებით. აღნიშნული პაკეტის მთავარი მიზანია საქართველოს თავსებადობის, თავდაცვითი შესაძლებლობების და მედეგობის განმტკიცება.
ქართული მხარე მოხარულია, რომ მინისტერიალს მოწვეული ქვეყნების სტატუსით ესწრებოდნენ ფინეთი და შვედეთი, მათი გაწევრიანება კიდევ უფრო გააფართოებს უსაფრთხოების არეალს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.
ქართული მხარე მიესალმება მინისტერიალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცების, ისევე როგორც პარტნიორების დახმარების გაგრძელების მიმართულებით.
საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული ინტეგრაციული მექანიზმების სრულად გამოყენებას.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
Tweets by GEORGIA_NATO
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი