ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ალექსანდრე მაისურაძის ბიოგრაფია

ალექსანდრე მაისურაძე ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით 2015 წლის პირველი მაისიდან დაინიშნა.

ალექსანდრე მაისურაძე კარიერული დიპლომატია და საგარეო საქმეთა სამინისტროში 1998 წლიდან მუშაობს. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მან გაიარა გზა სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის ატაშედან უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობამდე.

სამინისტროს ცენეტრალურ აპარატში მუშაობისას, ბ-ნი მაისურაძე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტერიტორიიდან, სტამბულის ვალდებულებების შესაბამისად, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

2008-2012 წლებში, ალექსანდრე მაისურაძე იყო ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე, 2012-2015 წლებში კი ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად, ეუთო-სა და ვენაში განლაგებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა.  

ალექსანდრე მაისურაძეს წარჩინებით აქვს დამთავრებული აგრარული უნივერსიტეტი (1995 წ.) და საქართველოს დიპლომატიური აკადემია (1998 წ.). მას ასევე გავლილი აქვს ჯორჯ ს. მარშალის ევროპული უსაფრთხოების ცენტრის  (1998 წ.) ნატოს რომის თავდაცვის კოლეჯის (2002წ) და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის კურსები (2003 წ.).

ალექსანდრე მაისურაძეს მინიჭებული აქვს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.  იგი ფლობს ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.

მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 





 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ