ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 16.02.2017

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის მხარდამჭერი განცხადებები ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით ნატოს ჯგუფთან ერთობლივი მუშაობით, რაც ერთობლივ მიღწევებს ემყარება.

 
განთავსების თარიღი: 16.02.2017

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. სწორედ ბრიუსელში შედგა პირველი კომუნიკაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წარუდგინა. 

 
განთავსების თარიღი: 15.02.2017

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. 

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ