ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ნატო-საქართველოს ურთიერთობების მთავარი მოვლენების ქრონოლოგია

 

1992 წელს საქართველო გახდა ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი (NACC);

1994 წლის 23 მარტს საქართველო შეუერთდა ნატო-ს «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამას (PfP);

1995 წლის 18 ივლისს საქართველო შეუერთდა «შეთანხმებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ-ქვეყნებსა და «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამაში მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის ძალების სტატუსის შესახებ» (SOFA);

1995 წლიდან წარმოებს თანამშრომლობა განათლების სფეროში. ნატო-ს სკოლაში ობერამერგაუში (გერმანია) და ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში (რომი, იტალია) ყოველწლიურად კვალიფიკაციას იმაღლებენ ქართველი მსმენელები;

1996 წელს საქართველომ შეიმუშავა და წარადგინა ნატო-ში პირველი «ინდივიდუალური პარტნიორობის» პროგრამა (Individual Partnership Program - IPP );

1997 წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა გაუკეთა რატიფიცირება «ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ» შეთანხმებას (SOFA);

1997 წლის 30 მაისს შეიქმნა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC) და საქართველო გახდა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი;

1998 წლის 22 აპრილს ნატო-ში საქართველოს დიპლომატიური მისია გაიხსნა და საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ნატო-ს გენერალურ მდივანს;

1999 წლის მარტში საქართველო მიუერთდა «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამის «დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს" (Planning and Review Process - PARP). აღნიშნულ პროცესში ორწლიანი ციკლის ფარგლებში, ქვეყანა ახორციელებს შერჩეულ პარტნიორობის მიზნებს, რაც ხელს უწყობს  თავსებადობის მიღწევას და  ნატო-ს ხელმძღვანელობით განხორციელებულ სამშვიდობო ოპერაციებში წარმატებულ მონაწილეობას;

2000 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა გაუკეთა რატიფიცირება «ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ» შემდგომ დამატებით ოქმს;

2001 წლის მარტში დაინერგა ნატო-ს საერთაშორისო სამსახურთან რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა, რასაც ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ეს კონსულტაციები ძირითადად ტარდება საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხოლო ნატო-ს მხრიდან პოლიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელის დონეზე;  რეგულარულად ტარდება მაღალი დონის შეხვედრები შეიარაღებაზე კონტროლისა და განიარაღების საკითხებზე 26+1 ფორმატში (ნატო-ს წევრი 26 ქვეყანა + საქართველო);

2001 წლის 11-23 ივნისს საქართველოში (. ფოთი) ჩატარდა ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები «კოოპერატივ პარტნერ-2001» (Cooperative Partner-2001);

2002 წლის 17-28 ივნისს საქართველოში (. თბილისი) ჩატარდა ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები «კოოპერატივ ბესტ ეფორტ-2002» (Cooperative Best Effort-2002);

2002 წლის ივნისში საქართველომ დაიწყო თანამშრომლობა ნატო-ს უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოსთან (NAMSA - NATO Maintenance and Supply Agency) «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში (PfP Trust Fund);

საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 13 სექტემბერის #1661 დადგენილებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისა და ეფექტურად წარმართვისათვის, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალა საქართველოს პარლამენტის შეასაბამის სტრუქტურებთან ერთად ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაწყება;

2002 წლის 21-22 ნოემბერს . პრაღაში გამართული ნატო-ს სამიტზე საქართველომ გააკეთა განცხადება ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შესახებ და სურვილი გამოთქვა ახალ პროგრამაში - «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში» მონაწილეობის მიღების თაობაზე;

2002 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცა «საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა». პროგრამა შედგებოდა ხუთი ძირითადი ნაწილისგან:1) პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები; 2) თავდაცვის და სამხედრო საკითხები; 3) რესურსებით უზრუნველყოფის საკითხები; 4) უსაფრთხოების საკითხები; 5) სამართლებრივი საკითხები;

2003 წლის 14 მარტს . ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების მე-3 რაუნდი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში;

2003 წლის 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტის #235 ბრძანებულების შესაბამისად შეიქმნა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებულ მოქმედებათა და ძალისხმევის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით. საბჭოს თავმჯდომარეობდა საქართველოს პრეზიდენტი;

2003 წლის სექტემბერში (. თბილისი) ჩატარდა ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო-სამედიცინო წვრთნები «მედ კეარ --რესკუერი 03» (Med Care-Rescuer-03);

2003 წლის დეკემბერში შემუშავდა «საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის» დოკუმენტის პროექტი;

@     2004 წლის 7 აპრილს . ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ნატოს მაღალი დონის წარმომადგენელთა შეხვედრა ფორმატით «26+1», სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს ბატონ იააპ დე ჰოოპ სხეფერს გადასცა ქვეყნის «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის» საპრეზენტაციო დოკუმენტი;

2004 წლის 23-24 აპრილს . თბილისში გაიმართა ეაპს-ის «ატლანტიკური პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის» (Atlantic Policy Advisor Group) სესია, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ელჩი გიუნტერ ალტენბურგი;

2004 წლის 7 ივნისს ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-ს მაღალი დონის პოლიტიკური კომიტეტის (Senior Political Committee Reinforced - SPCR) 26+1 ფარგლებში საქართველოსთან შეხვედრა. შეხვედრას თავმჯდომარეობდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი გიუნტერ ალტენბურგი. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა «საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის» განხილვა;

2004 წლის 28-29 ივნისს სტამბოლში გამართულ ნატო-ს უმაღლესი დონის სამიტზე საქართველო, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ოფიციალურად შეუერთდნენ «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის» ინიციატივას;

2004 წლის აგვისტოში ნატო-ში ოფიციალურად გაიგზავნა საქართველოს «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა»;

2004 წლის 29 ოქტომბერს ნატო-ს უმაღლესმა ორგანომ ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ (NAC) ე.წ «დუმილის პროცედურის» საფუძველზე დაამტკიცა საქართველოს «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა» და საქართველო გადავიდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ე.წ. «მეორე ეტაპზე»;

საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა ოთხი ნაწილისაგან შედგება: 1. პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები, 2. თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხები, 3. საჯარო ინფორმაცია, სამეცნიერო და გარემოს დაცვის საკითხები და სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების დაგეგმვა, 4. ადმინისტრაციული, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და რესურსების მართვის საკითხები. ზემოთჩამოთვლილი საკითხები ზოგადად არის განხილული გეგმის პირველ ნაწილში, ხოლო მეორე ნაწილი შეიცავს დასმული საკითხების და მიზნების განხორციელებითვის აუცილებელი ღონისძიებების კონკრეტულ, დროში გაწერილ გემას. აღნიშნული გეგმა შეეხება თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ ფართო სფეროს, როგორიცაა, თავდაცვის პოლიტიკა, ტერორიზმთნ ბრძოლა, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა, თავდაცვის დაგეგმვა, თავდაცვის სისტემის დაფინანსება, კრიზისული სიტუაციები და სამოქალაქო თავდაცვა;

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2005 წელს შეიქმნა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი სახელმწიფო კომისია, რომელიც წარმოადგენს უწყებათაშორის ჯგუფს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიას დაევალა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინირება და კონტროლი; 

2005 წლის 14 თებერვლიდან ძალაში შევიდა შეთანხმება «ნატო-ს «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამის მეკავშირე ოფიცრის მოვლინების შესახებ საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის», რის საფუძველზეც საქართველოში მოვლინებულ იქნა სამხრეთ კავკასიისთვის მეკავშირე ოფიცერი;

2005 წლის 2 მარტს ხელი მოეწერა შეთანხმებას «საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატო-ს ძალებისა და ნატო-ს პერსონალისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ»;

2005 წლის 7-11 მარტს თბილისში იმყოფებოდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) იმპლემენტაციის შუალედური შეფასების ჯგუფი. 2005 წლის 18 მაისს ქ. ბრიუსელში შედგა IPAP-ის იმპლემენტაციის შეფასების განხილვა;

2005 წლის 26-29 სექტემბერს თბილისში იმყოფებოდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) იმპლემენტაციის შუალედური შეფასების ჯგუფი IPAP-ის არაოფიციალურ შეფასებასთან დაკავშირებით. 2005 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა კონსულტაციები ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლებთან;

2006 წლის 6-9 მარტს თბილისში იმყოფებოდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შეფასების ჯგუფი;

2006 წლის 13 აპრილს ნატო- შტაბბინაში 26+1 ფორმატში გაიმართა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შეფასების ანგარიშის განხილვა.    

2006 წლის 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაიმართა ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების შესახებ. საქართველოს მიერ ინტენსიური დიალოგის დაწყება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, გადადგმული პარტნიორობის ფორმატიდან წევრობის კანდიდატის ფორმატზე გადასასვლელად. ინტენსიური დიალოგი წარმოადგენს ალიანსსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის ძირითადი მიზანია, მოამზადოს საფუძველი ქვეყნის MAP-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) ფაზაზე გადასასვლელად.

2006 . 14 დეკემბერს ნატო- შტაბბინაში, ბრიუსელი, გაიმართა პირველი კონსულტაცია ალიანსსა და საქართველოს შორის ინტენსიური დიალოგის ფარგლებში, სადაც განიხილეს ინტენსიური დიალოგის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხები და შეხვედრების განრიგი.

2007 წლის 1 თებერვალს გაიმართა პირველი თემატური კონსულტაცია ინტენსიური დიალოგის ფარგლებში საქართველოს დელეგაციასა და ალიანსის საერთაშორისო სამსახურს შორის. მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროს პრიორიტეტები, რეფორმების პროგრესი და სამომავლო გეგმები.

2007 წლის 19-23 თებერვალს განხორციელდა ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების მიზნით.

2007 წლის 21 მარტს ნატო- შტაბბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს შეხვედრა 26+1 ფორმატში ნატო-ს პოლიტიკური კომიტეტის დონეზე, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხებს.

2007 წლის 22 მარტს გაიმართა მეორე თემატური კონსულტაციები გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგის ფარგლებში საქართველოს დელეგაციასა და ალიანსის საერთაშორისო სამსახურს შორის. შეხვედრაზე განხილულ იქნა პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრი, კერძოდ: კონფლიქტების მოგვარების, ადამიანის უფლებების და ეროვნული უმცირესობების, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ენერგოუსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა საკითხები.

2007 წლის 15 მაისს ნატოს- შტაბ-ბინაში, ბრიუსელში გაიმართა ინტენსიური დიალოგის ფარგლებში საქართველოსა და ნატო-ს საერთაშორისო სამსახურს შორის კონსულტაციების მესამე რაუნდი სამართლებრივ საკითხებზე.

2007 წლის 5 ივნისს ბრიუსელში გაიმართა ნატოს სამხედრო-პოლიტიკური შერეული კომიტეტის სხდომა 26+1 ფორმატში, სადაც ქართულმა მხარემ მოკავშირეებს განსახილველად წარუდგინა ,,თავდაცვის სფეროს სტრატეგიული მიმოხილვის" (SDR) დოკუმენტის პროექტი.

2007 წლის 11 მაისს, ბრიუსელში ნატოს-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ინტენსიური დიალოგის ფარგლებში საქართველოსა და ნატო-ს უსაფრთხოების სამსახურს შორის კონსულტაციების მეოთხე რაუნდი ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებზე.

2007 წლის 5 ივლისს, ბრიუსელში ნატოს-ს შტაბ-ბინაში ჩატარდა ინტენსიური დიალოგის ფარგლებში საქართველოსა და ნატო-ს საერთაშორისო სამსახურს შორის კონსულტაციების მეხუთე რაუნდი რესურსებსა და ეკონომიკურ საკითხებზე.

2007 წლის 2 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატოს- შტაბ-ბინაში გაიმართა ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა 26+1 ფორმატში კონფლიქტების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით;

2008 წლის 28-31 იანვარს, საქართველოს ეწვია ნატო-ს შემფასებელი მისიის ჯგუფი IPAP-ის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შეფასების მიზნით;

2008 წლის 13-16 თებერვალს, საქართველოში განხორციელდა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში ლატვიის, გერმანიის, იტალიის ესტონეთისა და პოლონეთის მუდმივ წარმომადგენელტა ჯგუფის ვიზიტი;

2008 წლის 18-19 თებერვალს, თბილისში, EAPC-ის ფარგლებში გაიმართა სემინარი თემაზე - „უსაფრთხოების ეკონომიკური ასპექტები: თავდავისა და უსაფრთხოების სექტორში მმართველობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების გზები";

2008 წლის 26 მარტს, ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს შეხვედრა 26+1 ფორმატში IPAP-ის შეფასების განხილვის მიზნით;

2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რაც ნიშნავს მეკავშირეების მიერ აღებულ ღია ვალდებულებას;

2008 წლის 24-25 აპრილს, თბილისში, გაიმართა ინტენსიური დიალოგის ფარგლებში ნატო-საქართველოს კონსულტაციები პოლიტკურ საკითხებზე;

2008 წლის 28 აპრილს, ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს შეხვედრა 26+1 ფორმატში კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე საქართველოს სპეციალური წარმომადგენელის, დავით ბაქრაძის მონაწილეობით;

2008 წლის 3 ივნისს, ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში, შედგა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იააპ დე ჰოოპ სხეფერსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს შორის;

2008 წლის 17-19 ივნისს, თბილისში, EAPC-ის ფარგლებში ჩატარდა სემინარი თავდაცვის სექტორში პირადი შემადგენლობისა და რეზერვის სისტემის დახვეწასთან დაკავშირებით;

2008 წლის 17 ივნისს, ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გართული მხარის შეხვედრა ნატო-ს უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლებთან;

2008 წლის 18 ივნისს, ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს შეხვედრა პოლიტიკურ საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის მონაწილეობით;

2008 წლის 20 ივნისს, ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იააპ დე ჰოოპ სხეფერს სორის;

2008 წლის 12 აგვისტოს, ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს შეხვედრა 26+1 ფორმატში რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე კონფლიქტის საკითხებზე;

2008 წლის 12 აგვისტოს, ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში, გაიმართა მეგობართა ახალი ჯგუფის (NGF) + აშშ შეხვედრა ნატოს წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელძღვანელებთან საქართველოში განვითარებულ მოვლებზე;

2008 წლის 19 აგვისტოს, ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში, გაიმართა წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სპეციალური სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლებთან დაკავშირებით;

2008 წლის 21-22 აგვისტოს, საქართველოში, შედგა ნატო-ს სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კომიტეტის (CEP) წარმომადგენელთა 15 კაციანი ჯგუფის ვიზიტი საქართველოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქმედებებით გამოწვეული ზარალის ადგილზე შეფასების მიზნით;

2008 წლის 21-22 აგვისტოს, საქართველოს ვიზიტით ეწვია  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლი, რობერტ სიმონსი;

2008 წლის 15-16 სექტემბერს, საქართველოში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და ნატო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტის დროს შედგა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძვნებელი ჩარჩო დოკუმენტის ხელმოწერა და ჩატარდა კომისიის პირველი სხდომა;

2008 წლის 10 ოქტომბერს, ბუდაპეშტში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის თავდაცვის მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა;

2008 წლის 18 ნოემბერს, ვალენსიაში, ესპანეთი გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა, სადაც მიღებული იქნა დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტან დაკავშირებით. დოკუმენტში გამოხატული იქნა შეშფოთება რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

2008 წლის 3 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ნატო-ს საგარეო სამეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, ალიანსი მაქსიმალურად გააქტიურებს საქართველოსთან თანამშრომლობას ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით; ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შემუშავდება და განიხილება წლიური ეროვნული პროგრამა.

2008 წლის 3 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ნატო-ს საგარეო სამეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, ალიანსი მაქსიმალურად გააქტიურებს საქართველოსთან თანამშრომლობას ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით; ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შემუშავდება და განიხილება წლიური ეროვნული პროგრამა.

2008 წლის 3 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ნატო-ს საგარეო სამეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, ალიანსი მაქსიმალურად გააქტიურებს საქართველოსთან თანამშრომლობას ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით; ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შემუშავდება და განიხილება წლიური ეროვნული პროგრამა.

2009 წლის  4 თებერვალს, ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) შესრულების შეფასებას და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის გეგმების განხილვას მიეძღვნა.

2009 წლის 3-4 აპრილს, სტრასბურგსა და კელში, საფრანგეთი-გერმანია, გაიმართულ ნატო-ს საიუბილეო სამიტზე მიიღებული გადაწყვეტილებით ალიანსის წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებებისადმი. რაც თავისთავად მიანიშნებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობასთან დაკავშირებით ალიანსის მიერ უკვე გაჟღერებულ პოზიციის უფრო მეტად გამყარებაზე.

2009 წლის 16 აპრილს, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პოლიტიკური კომიტეტის დონეზე, რომელზეც  ქართულმა მხარემ წარადგინა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის პროექტი 2009 წლისთვის.

2009 წლის 6 მაისს, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის ორი სხდომა - ელჩების დონეზე და გენერალური შტაბის უფროსების დონეზე. ელჩების დონეზე ჩატარებულ სხდომაზე განიხილეს ნატო-ს სტრასბურგი-კელის სამიტის შემდეგ ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ასევე ალიანსს მიეწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ.გენერალური შტაბის უფროსების დონეზე გამართულ ნატო-საქართევლოს კომისიისსხდომაზე განიხილეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები და ნატო-ში ინტეგრაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.

2009 წლის 24-26 მაისს საქართველოს ვიზიტით ეწვია  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, რობერტ სიმონსი, რომლის დროსაც ნატო-ს მხარეს ოფიციალურად გადაეცა საქართველოს პირველი წლიური ეროვნული პროგრამა.

2009 . 17 ივნისს ნატო- შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პოლიტიკური კომიტეტის დონეზე.

2009 . 18 ნოემბერს ნატო- შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულება და ნატო-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო გეგმები.

2010. 26 იანვარს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პოლიტიკური კომიტეტის დონეზე.სხდომაზე მოხდა 2010 წ. საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის პროექტის და ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრების გეგმა-გრაფიკის პირველადი განხილვა.

2010 წლის 4-5 თებერვალს . სტამბოლში გაიმართა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც შედგა შეხვედრა ISAF-ის  მხარდამჭერი ქვეყნების ფორმატში. 

2010 . 12 მარტს  ნატო- შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე.სხდომაზე ქართულმა მხარემ ალიანსს წარუდგინა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა 2010 წლისთვის და საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. სხდომაზე განსაკუთრებული მადლიერება იქნა გამოხატული საქართველოს მიმართ ავღანეთში ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF) ოპერაციაში გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

2010 . 25 მარტს ნატო- შტაბ-ბინაში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობაზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განვითარებაზე.

2010 . 13 აპრილს ნატო- შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პოლიტიკური კომიტეტის დონეზე.სხდომაზე განიხილეს საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების მოსამზადებელი ეტაპის მიმდინარეობა.

2010 წლის 5 მაისს ნატო- შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის  სხდომა გაერთიანებული შტაბების უფროსების დონეზე. შეხვედრის მთავარ თემებს წარმოადგენდა საქართველოს შეარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა და ალიანსთანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

2010 წლის 5-6 მაისს . თბილისში, ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების ეკონომიკური საკითხების დირექტორატისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა სემინარი თემაზე `ენერტეგიკული უსაფრთხოება და ენერგო-ინფრასტრუქტურის დაცვა.

2010 . 6 მაისს ნატო- შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე.სხდომაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე უსაფრთხოების სფეროს სტრატეგიული დოკუმენტების გადახედვის პროცესი.

2010 . 11 ივნისს ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე.შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს წვლილი ნატო-ს ხელმძღვანელობით ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების ოპერაციაში.

2010 . 23 ივნისს ბრიუსელში, ნატო- შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე.ქართულმა მხარემ ალიანსს გააცნო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებში მიღწეული შედეგები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება.

2010 . 17 სექტემბერს ნატო- შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე.სხდომაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, რეინტეგრაციისა და ჟენევის პროცესის საკითხები.

2010 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან,საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიზიტის ფარგლებში გენერალურმა მდივანმა საზეიმო ვითარებაში გახსნა ნატოს სამეკავშირეო ოფისი.

2010 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა. მან შეხვედრები გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან დa უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან.

2010 წლის 16 ნოემბერს ვარშავაში გამართულ პლენარულ სესიაზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ." რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნას აფასებს როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევას და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას. ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტარები მოუწოდებენ რუსეთს „აღმოფხვრას ეთნიკური წმენდის შედეგები" და უზრუნველყოს ყველა იძულებით გადაადგებული პირის საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

2010 . 19-20 ნოემბერს ქ. ლისაბონში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, სადაც დამტკიცებულ იქნა ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ლისაბონის სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს თავისი ერთგულება ნატო-ს ბუქარესტის სამიტის  გადაწყვეტილების მიმართ და აღნიშნეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო. ნატო-ს ქვეყნებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამიტის მსვლელობისას ასევე ჩატარდა ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრა.  

2010 წლის 1 დეკემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში შედგა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე. სხდომაზე განიხილეს 2010 წ. ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი.

2011 წ. 11 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე, რომლის განსახილველ თემებს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და დამტკიცებული „წლიური ეროვნული პროგრამა" (ANP).

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ