ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გერმანიის შეიარაღებული ძალების ღირსების ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გერმანიის შეიარაღებული ძალების ღირსების ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

დაჯილდოვების ცერემონიალი მ.წ. 6 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა.

ჯილდო გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს გერმანიასა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და სამაგალითო თანამშრომლობისათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვოლკერ ვიკერმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალში ასევე მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიაბაია.

აღნიშნული ჯილდო გერმანიის შეიარაღებულ ძალებში 1980 წლიდან მოქმედებს და გადაეცემათ როგორც გერმანელ, ასევე მეგობარი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს გამორჩეული სამსახურისათვის. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პირველი ქართველი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც გერმანიის შეიარაღებული ძალების ღირსების ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ