ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესახებ

2016 წლის 25 ოქტომბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC) სტრატეგიული კომუნიკაციის თემაზე. სხდომას ალიანსის ინტეგრაციის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი იაროსლავ სკონიეჩკა თავმჯდომარეობდა. ქართულ მხარეს კომისიაზე წარმოადგენდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატო-ს სამმართველოს უფროსის მოადგილე თინათინ მზარელუა.

ქართულმა მხარემ მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებული გამოწვევების, ქართული მხარის მიერ ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მოკავშირეებმა, რეგიონში არსებული საფრთხეების ფონზე, ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას და დადებითად შეაფასეს ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა. ამასთან, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა გამოხატეს თანამშორმლობის შემდგომი გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მონაწილეობის მზაობა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.



 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ