ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესახებ

2016 წლის 7 ოქტომბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC) საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის თემაზე. ქართულ მხარეს კომისიაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ სანიკიძე წარმოადგენდა. სხდომას ალიანსის ინტეგრაციის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი იაროსლავ სკონიეჩკა თავმჯდომარეობდა.

NGC-ზე ზურაბ სანიკიძემ მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების სისტემაში, მათ შორის, სასამართლოს, პროკურატურის, წინა-სასამართლო პატიმრობის, საპროცესო შეთანხმების, მოწმეთა დაკითხვისა და სისხლის სამართლის კოდექსის მიმართულებებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების თაობაზე. მოკავშირეებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს ამომწურავი ინფორმაციისთვის, დადებითად შეაფასეს საქართველოში ამ კუთხით მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.


 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ