ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

14.03.2017 - ​2017 წლის 13 მარტს გამოქვეყნდა ნატო-ს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიში, რომელიც გასულ წელს ალიანსის მიერ გაწეული საქმიანობას ასახავს. დოკუმენტში მიმოხილულია მსოფლიოში არსებული  გეო-პოლიტიკური ვითარება, ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევები და ალიანსის მხრიდან ამ გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ზომები.  

განთავსების თარიღი: 14.03.2017
 

2017 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ტარდება ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას.  

განთავსების თარიღი: 13.03.2017
 

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის მხარდამჭერი განცხადებები ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით ნატოს ჯგუფთან ერთობლივი მუშაობით, რაც ერთობლივ მიღწევებს ემყარება.

განთავსების თარიღი: 16.02.2017
 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. სწორედ ბრიუსელში შედგა პირველი კომუნიკაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წარუდგინა. 

განთავსების თარიღი: 16.02.2017
 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. 

განთავსების თარიღი: 15.02.2017
 

2017 წლის 17 იანვარს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე. ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი. ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მოკავშირე ელჩების დონეზე.

 

 

განთავსების თარიღი: 17.01.2017
 

ა.წ. 2 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ქ. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში,  შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. ქართულ დელეგაციაში წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

განთავსების თარიღი: 02.12.2016
 

2016 წლის 25 ოქტომბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC) სტრატეგიული კომუნიკაციის თემაზე.  

განთავსების თარიღი: 25.10.2016
 

2016 წლის 7 ოქტომბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის თემაზე.  

განთავსების თარიღი: 07.10.2016
 

"გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფი" 2014 წელს უელსის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების ინიციატივით შეიქმნა.  ჯგუფი მიზნად ისახავს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და განვითარებას. 

განთავსების თარიღი: 09.07.2016
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ