საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შევხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან

19 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შევხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან, რომელიც საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და თავსებადი პარტნიორია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოს. კიდევ ერთხელ აღინიშნა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ამასთან, ხაზი გაესვა ავღანეთიდან ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს, რისთვისაც ხავიერ კოლომინამ ქართული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა.