საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

7 ოქტომბერს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, ახალი თავმჯდომარის ადმირალ რობ ბაუერის მეთაურობით, საქართველოს ეწვია. ვიზიტი ორი დღე გაგრძელდა.

7 ოქტომბერს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, ახალი თავმჯდომარის ადმირალ რობ ბაუერის მეთაურობით, საქართველოს ეწვია. ვიზიტი ორი დღე გაგრძელდა.

საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს. ადმირალ რობ ბაუერის განცხადებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა  ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა, რომელზეც ადმირალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და განაცხადა, რომ ალიანსი „მზად არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს“. სხდომაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები და რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი ასევე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკი ღარიბაშვილსა და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს. თავისი მეოთხე ვიზიტის ფარგლებში, სამხედრო კომიტეტის დელეგაცია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ეწვია.