საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჯეიმს აპატურაი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის რანგში ეს მისი ბოლო ვიზიტი იყო.

ჯეიმს აპატურაი 2021 წლის 2 ივლისს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდება.

შეხვედრა გამართა ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და თავსებადი პარტნიორია.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2021 წლის 14 ივნისის ბრიუსელის სამიტის შედეგებზე. ხაზი გაესვა სამიტის კომუნიკეში საქართველოსთან მიმართებაში გაჟღერებული გზავნილების მნიშვნელობას, მათ შორის მოკავშირეების ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მათ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენული უფლებისადმი, აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.
ამასთან, განხილულ იქნა რუსეთის უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ზაზა გახელაძის პატიმრობის საკითხი.
ჯეიმს აპატურაიმ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს აზერბაიჯან-სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმების ფასილატაციისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს უნიკალურ როლს რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა 2022 წელს დაგეგმილი ნატო-ს სამიტის მნიშვნელობა, რომელიც იქნება კარგი შესაძლებლობა, რათა ადეკვატურად იქნას ასახული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო მეტად გაღრმავდება, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების მიმართულებით.