საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ვალდებულებები ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2004-2006

თავი I: პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები

1.1. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ნატოში გაწევრიანება და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებს წარმოადგენს. 2004 წლის განმავლობაში საქართველო გეგმავს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიღებას, სადაც ხსენებული მიზნები აისახება. ნატოში გაწევრიანების გზაზე, საქართველო აცნობიერებს სათანადო პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

1.2. მეზობლებთან ურთიერთობა

საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, განავითაროს კეთილმეზობლური და კონსტრუქციული ურთიერთობა ყველა მეზობელთან. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა თანამშრომლობა აზერბაიჯანთან ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში. საქართველოს სურს ხელი შეუწყოს რეგიონულ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონებში.

1.3. ტერორიზმთან ბრძოლა

საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, ავღანეთის კამპანიის განმავლობაში საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერის მიზნით საკუთარი საჰაერო სივრცის და აეროდრომების შეთავაზებით. საქართველო გააგრძელებს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები ტერორისტულ დაჯგუფებებთან საბრძოლველად მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველო გააგრძელებს საზღვარზე გაძლიერებულ საკონტროლო და საპოლიციო ღონისძიებებს.

1.4. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საქართველო ესწრაფის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებისკენ, სადაც კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა იქნება გარანტირებული. საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს რეფორმირების და განვითარების პროგრამას, რომელშიც სათანადო საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო დეტალური მიზნები იქნება გაწერილი. საქართველო გააგრძელებს საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს სტანდარტებთან ჰარმონიზაციას. საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კორუფციასთან ბრძოლა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას და ადმინისტრაციული სტრუქტურების უკანონო ჩარევას ბიზნესში.

1.5. დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე

საქართველოს უკვე ჰყავს თავდაცვის სამოქალაქო მინისტრი. საქართველო მიზნად ისახავს სამინისტროზე მუდმივი დემოკრატიული კონტროლისა და ხელმძღვანელობის დამკვიდრებას, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ფუნქციების გამიჯვნას 2004 წლის ბოლომდე. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს წარედგინება 2005 წლის განმავლობაში.

1.6. ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკის პრიორიტეტები

საქართველო ფუნქციონირებადი და გამჭვირვალე საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისაკენ ესწრაფის. რეფორმირების და განვითარების პროგრამაში, რომლის შემუშავებაც 2004 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად რიგი ღონისძიებები, მათ შორის გაიწერება: კორუფციის ინსტიტუციური აღმოფხვრა, ფინანსური სტაბილურობის შექმნა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის რეალური ეკონომიკური საფუძვლის შექმნა.

1.7. შიდა კონფლიქტები

გაყინული კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი) აბრკოლებენ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. ისინი აგრეთვე ემუქრებიან ქვეყნის შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოებას, რადგან ქმნიან ხელსაყრელ პირობებს ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, იარაღით და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისათვის. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მშვიდობიანი გზით გადაჭრას აღნიშნული პრობლემები სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

1.8. თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან

საქართველო მოწოდებულია, ითანამშრომლოს გაეროსა და ეუთოსთან საკუთარ ტერიტორიაზე არსებული კოფლიქტების მოგვარებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა შესაბამის საკითხებში. ქვეყანა მოწოდებულია, გააფართოოს თანამშრომლობა ევროკავშირთან და დანერგოს ევროსაბჭოს სტანდარტები.

1.1. უსაფრთხოების პოლიტიკა

1.1.1. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიღება, რომელშიც ასახული იქნება ძირითადი მიზნები, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ამოცანები.   მოქმედება 1. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობის დასრულება

1.1.2. დეტალური, გეგმაზომიერი და დროში გაწერილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნების ჩამოყალიბება, რაც საფუძვლად დაედება შემდგომ შეფასებას.

1.2. მეზობლებთან ურთიერთობა 1.2.1. პრაქტიკული რეგიონული თანამშრომლობის განვითარება სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის პარტნიორ ქვეყნებთან  მოქმედება 1. სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის ხელშემწყობი პრაქტიკული ნაბიჯების განსაზღვრა.  მოქმედება 2. პმპ- ღონისძიებების რეგიონული განზომილების გაზრდა კავკასიის და შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საგანგებო სამუშაო ჯგუფის მიერ შეთანხმებულ სფეროებში.  1.2.2. რეგიონულ თანამშრომლობაში წვლილის შეტანა საზღვრის ორივე მხარეს წარმოებული კვლევების მეშვეობით  მოქმედება 1. საქართველოს ექსპერტების ტრეინინგი წყლის ინტეგრირებული მენეჯმენტის მეთოდიკის საკითხებში

1.2.3. ურთიერთობები რუსეთთან  მოქმედება 1. ეჩშძ-სთან დაკავშირებული სტამბოლის ხელშეკრულების განხორციელება

1.2.4. რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერა საერთო გარემოსდაცვითი უსაფრთხოების საკითხებში  მოქმედება 1. ეუთო-სთან თანამშრომლობით მეცნიერება მშვიდობისათვის პროექტის მონიტორინგი/მენეჯმენტი კავკასიის ქვეყნების მოსაზღვრე მდინარეებისთვის,  პროექტის გაფართოება და მასში რადიოაქტივობის პრობლემის გათვალისწინება.

1.3. ტერორიზმთან ბრძოლა1.3.1.  ტერორიზმთან ბრძოლის პარტნიორული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებულ ეაპს-ის სათანადო ღონისძიებებში მონაწილეობა  მოქმედება 1. ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით ქვეყნის შესაძლებლობების     გაძლიერება.  მოქმედება 2.  საზღვრის კონტროლისა და პოლიციის გაძლიერება  მოქმედება 3. ამუნიციისა და მცირე და მსუბუქი შეიარაღების მარაგის რევიზია მათი შენახვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ზედმეტი მარაგის უსაფრთხოდ განადგურების მიზნით (იხ. მიზანი 2.5.1, ნაბიჯი 2).1.3.2. სამეცნიერო კვლევის საშუალებით ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს წვლილის გაზრდა  მოქმედება 1. პარტნიორებთან თანამშრომლობით კვლევის ჩატარება ტერორიზმის წინააღმდეგ თავდაცვის გასაუმჯობესებლად

1.3.3. საქართველოს წვლილის გაზრდა ტერორიზმთან ბრძოლაში   მოქმედება 1. • ტერორიზმის, იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის, ფულის გათეთრების და არალეგალური მიგრაციის აღმკვეთი ზომების მიღება;• მილსადენის უსაფრთხოების ზომების შემუშავება;• შიდა რესურსების და უცხოეთიდან მატერიალური და ტექნიკური მხარდაჭერის მობილიზება.  მოქმედება 2. საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება EAPS-ის ქვეყნების ექსპერტებთან  მოქმედება 3. ეკო-ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ეაპს-ის ქვეყნების ექსპერტებთან

1.4. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ1.4.1. ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა  მოქმედება 1. პარლამენტის მიერ ევროსაბჭოს შესაბამისი კონვენციების - "რეგიონული და ეროვნული უმცორესობების ენის ქარტია", "ეროვნული უმცირესობების სოციალური ქარტია" და "ეროვნული უმცირესობების დაცვა" -რატიფიკაცია;  მოქმედება 2. "სინდისისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ" კანონის პარლამენტისთვის წარდგენა.

1.4.2. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ   მოქმედება 1. ანტიკორუფციული საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და პარლამენტისთვის წარდგენა, მათ შორის: • კანონპროექტი "უძრავი ქონების და უძრავი ნივთების რეგისტრაციის შესახებ,"• საქართველოს კანონი "სააღმსრულებლო პროცესის" შესახებ (საერთო სასამართლოებისა და ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების წესები და პირობები),• ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, • საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის დასრულება, • გენერალური ინსპექციების შესახებ კანონის პროექტის მომზადება (თითოეულ სამთავრობო სტრუქტურაში გენერალური ინსპექციის ჩამოყალიბება, რომელიც სტრუქტურაში დისციპლინარულ და ფინანსურ საკითხებს გაუწევს მონიტორინგს)• საარბიტრაჟო ტრიბუნალის შესახებ კანონპროექტის მომზადება, • ნოტარიუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, • საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა.   მოქმედება 2. სხვადასხვა უწყებათა ფუნქციების ოპტიმიზაცია/საჯარო   სამსახურის რეფორმა  მოქმედება 3. გრეკოსთან (ქვეყნების ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ) და ოესდ-თან (ეკონომიური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია) თანამშრომლობით ანტიკორუფციული სტრატეგიისა და პრევენციული პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი.

1.5. დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე

1.5.1. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის რეორგანიზაციისას დემოკრატიული წესებისა და პრინციპების უზრუნველყოფა.  მოქმედება 1. თავდაცვის სექტორზე არსებული საკანონმდებლო და იურიდიული ზემდახედველობის რევიზია, სათანადო სამართლებრივი პროცესის მექანიზმების ჩათვლით (თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა. მიზანი 5.3.)  მოქმედება 2. სახელმწიფოს მეთაურს, მთავრობას, შეიარაღებულ ძალებს და სხვა პოტენციურ აქტორებს შორის ძალების კონტროლის სფეროში ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის არსებული მექანიზმების რევიზია (თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა. მიზანი 5.1.)

1.6. ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკის პრიორიტეტები

1.6.1. დაბალანსებული ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკის   სტრუქტურული ტრანსფორმაციის უზრუნველყოფა

  მოქმედება 1. სახელმწიფო ეკონომიკის რეფორმირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები:

• საჯარო მოსამსახურეების სახელფასო ანაზღაურების სისტემა;• საჯარო დაწესებულებების მენეჯმენტი;• პრივატიზაციის პროცესი;• სახელმწიფო შესყიდვების პროცესი;• გადასახადების მოკრეფის სტატისტიკური მაჩვენებლები;• საგარეო ვაჭრობა და საგადასახადო სტატისტიკის ბალანსი;• ანტომონოპოლიური კანონმდებლობა და კონკურენციის პოლიტიკა.

1.6.2. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობის შემცირება

  მოქმედება 1. საგარეო დახმარების სათანადოდ და რაციონალურად  გამოყენების უზრუნველყოფა.  მოქმედება 2. სახელმწიფოს ფინანსური რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის აღკვეთა, სამსახურეობრივი უფლებების ბოროტად გამოყენების ჩათვლით.1.7. შიდა კონფლიქტები1.7.1. საქართველო გააგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას  მოქმედება 1. მოკავშირეების ინფორმირება აღნიშნული საკითხების მიმდინარეობის შესახებ გაეროს და ეუთოს წამყვანი როლის გათვალისწინებით.  მოქმედება 2. • ავტონომიური ერთეულების სტატუსის განსაზღვრა;• ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების  ხელშეწყობა;• კონფლიქტის ზონების რეაბილიტაცია

 

1.8. თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან

1.8.1. საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედებათა თანხვდომის ხელშეწყობა

2. თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხები

2.1 თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროების რეფორმასაქართველოს მიზანს წარმოადგენს ქვეყნის სამხედრო და გასამხედროებული ძალების ძირეული რეორგანიზაციისა და რეფორმირების განხორციელება, რათა მიღწეულ იქნას ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ქმედითუნარიანობა და შეირაღებული ძალების თავსებადობა ნატოს-თან, საერთაშორისო ოპერაციებში ეფექტურად მონაწილეობის მიზნით.

2.2 თავდაცვის დაგეგმვის საკითხებისაქართველოს მიზანს წარმოადგენს სათანადო პროფესიული შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელია თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის (თსსმ) შედეგებზე დამყარებული შესაბამისი რესტრუქტურიზაციის განსახორციელებლად, როგორც ჯარების ცალკეულ სახეობებში, ასევე კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა ქვეყნის საჰაერო სივრცის კონტროლი, სამობილიზაციო და სარეზერვო პოლიტიკა. ასევე, აუცილებელია შემუშავდეს საკადრო პოლიტიკა და მისი სხვადასხვა ასპექტი, როგორებიცაა პერსონალის მართვა, ხელფასები და სოციალური პირობები, რათა ჩამოყალიბდეს შეირაღებული ძალების ეფექტური შემადგენლობა.

2.3 სამხედრო და ურთიერთთავსებადობის საკითხებისაქარველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც წვრთნების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, ასევე შეიარაღებული ძალების სტანდარტებისა და პროცედურების განვითარების მიზნით შესაბამისი რგოლების ჩამოყალიბება. ყოველივე ზემოაღნიშნული დიდ როლს ასრულებს თავსებადობისა და პროფესიონალ ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბების საქმეში.

2.4 თავდაცვის ეკონომიკური საკითხებისაქართველო მოწოდებულია გააუმჯობესოს თავდაცვის ხარჯების მართვისა და ბიუჯეტირების პროცესის ეფეტიანობა და მონიტორინგი ფინანსური თვალსაზრისით მდგრადი თავდაცვითი შესაძლებლობების ჩამოყალიბების მიზნით.

საქართველოს დაგეგმილი აქვს შეიმუშაოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირებასა და სამხედრო ბაზების კონვერსიის შედეგებთან დაკავშირებული გრძელვადიანი ეკონომიკური გეგმა.

2.1. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს რეფორმა

2.1.1. თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის (თსსმ) ჩატარება  მოქმედება 1 მიზნების განსაზღვრა და თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმხილვის ჩატარებისათვის სათანადოდ მომზადება  მოქმედება 2 საფრთხეების შეფასების შემუშავება  მოქმედება 3 სასიცოცხლო ციკლის ხარჯთაღრიცხვის შესაძლებლობათა განვითარება  მოქმედება 4 თსსმ-ს შემუშავება  მოქმედება 5 თსსმ-ის განსახორციელებელი გეგმის შემუშავება

2.1.2. თავდაცვისა და ძალების დაგეგმვის სისტემის შექმნა  მოქმედება 1 შესაბამისი  პერსონალისათვის სწავლების ჩატარება თავდაცვის დაგეგმვის სფეროში (თავდაცვის სამინისტრო/ჟ5)  მოქმედება 2 ძირითადი დოკუმენტების შემუშავება

2.2. თავდაცვის დაგეგმვის საკითხები

2.2.1. თავდაცვის სფეროს რესტრუქტურიზაცია  მოქმედება 1 საჭირო კანონმდებლობის ამოქმედება თავდაცვის მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, სამხედრო სამსახურის და სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის სფეროებში.  მოქმედება 2 სახმელეთო ძალების  რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია; თსსმ-ის განხილვის საგანი  მოქმედება 3 საზღვაო ძალების სამხედრო შესაძლებლობების ოპტიმიზაცია/საზღვაო და სანაპირო ძალების რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია; თსსმ-ის განხილვის საგანი.  მოქმედება 4 საჰაერო ძალების რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია;  თსსმ-ის განხილვის საგანი  მოქმედება 5 ნატო-ს `საჰაერო ვითარების მონაცემთა გაცვლის~ პროგრამაში ჩართვა  მოქმედება 6 საჰაერო კონტროლის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება  მოქმედება 7 ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობათა განვითარება; თსსმ-ის განხილვის საგანი  მოქმედება 8 ეროვნული გვარდიის ახალი ფუნქციის და მისიის განსაზღვრა; თსსმ-ის განხილვის საგანი  მოქმედება 9 მობილიზაციისა და რეზერვის ახალი სისტემის ჩამოყალიბება  მოქმედება 10 უსაფრთხოების სფეროს სხვა სექტორების (სხვა გასამხედროებული ძალები) შესწავლა და რეორგანიზაცია; თსსმ-ის განხილვის საგანი

2.2.2. თავდაცვის სამინისტროს სათანადო პერსონალით უზრუნველყოფა  მოქმედება 1 სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება  მოქმედება 2 თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის სწავლება მათ ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებზე გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის შემუშავება;  მოქმედება 3 სამხედრო პერსონალის მართვის სისტემის ჩამოყალიბება  მოქმედება 4 სამოქალაქო და სამხედრო პერსონალისათვის თანაბარი სახელფასო სისტემის ჩამოყალიბება

2.3. სამხედრო და ურთიერთთავსებადობის საკითხები

2.3.1. სამხედრო განათლებისა და წვრთნის სისტემის შემუშავება  მოქმედება 1 ინდივიდუალური და მცირე დანაყოფების წვრთნის სტანდარტების შემუშავებაპარალელურად ნატო-ს დოქტრინების, ტაქტიკის, ტექნიკისა და პროცედურების განხილვა მათი სშძ-ში შესაძლო გამოყენებისათვის  მოქმედება 2 ოფიცრების, სერჟანტებისა და კაპრალების პროფესიული განვითარებისა და განათლების პროგრამების შემუშავება  მოქმედება 3 უცხო ენის სწავლების სისტემის მართვის გაუმჯობესება

2.3.2. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის (მქმ) შესაძლებლობის უზრუნველყოფა ნატო-ს ეგიდით სწავლებებისა და ოპერაციების ჩასატარებლად  მოქმედება 1 მქმ-ს ეროვნული კატალოგის მონაცემთა ბაზის  განვითარება  მოქმედება 2 ნატო-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ მოლაპარაკება

2.4. თავდაცვის ეკონომიკური საკითხები

2.4.1. რესურსების მართვა  მოქმედება 1 რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბება  მოქმედება 2 თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის რეორგანიზაცია  მოქმედება 3 საფინანსო დეპარტამენტის პერსონალის სწავლება ბუღალტრული აღრიცხვისა და შესყიდვების პროცედურების სფეროში  მოქმედება 4 თავდაცვითი რესურსების მართვის ახალი მეთოდიკის შემუშავება

2.4.2. სამხედრო ბაზების კონვერსია და მართვა  მოქმედება 1 ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის მართვის სისტემის ჩამოყალიბება  მოქმედება 2 თავდაცვის ინფრასტრუქტურის კატალოგიზაცია და შეფასება (დასრულებულია აქტივების შესწავლა, საჭიროა შეფასება და თსსმ-ის შემდგომ გადაწყვეტილების მიღება მათი გამოყენების შესახებ)  მოქმედება 3 სამხედრო ბაზების მდგომარეობის გაუმჯობესება ან ლიკვიდაცია დროებითი საჭიროებებიდან გამომდინარე  მოქმედება 4 დახურვისათვის გამიზნული ბაზების ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შესწავლის დაწყება  მოქმედება 5 დარჩენილი სამხედრო ბაზების შენარჩუნება და განვითარება

2.4.3. სამხედრო მოსამსახურეთა  გადამზადების პროექტები  მოქმედება 1 მიმდინარე გადამზადების პროექტის გაფართოება

2.4.4. თავდაცვის სისტემის მდგრადობისა და ფინანსური უზრუნველყოფის შესაძლებლობა  მოქმედება 1 თავდაცვისათვის ხელმისაწვდომი ეკონომიკური რესურსების შეფასებისათვის საჭირო პროგნოზირების მექანიზმების ჩამოყალიბება

2.5. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ინვესტირების საკითხები

2.5.1. თანამშრომლობა შეიარაღების სფეროში  მოქმედება 1 საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის სრული ინვენტარიზაციის ჩატარება  მოქმედება 2 გამოყენებადი საბრძოლო მასალების უსაფრთხო შენახვის გეგმის შემუშავება და განხორციელება; ჭარბი და არაუსაფრთხო საბრძოლო მასალების ლიკვიდაცია  მოქმედება 3 აღჭურვილობის სტანდარტიზაციისა და კატეგორიზაციის გეგმის განხორციელება  მოქმედება 4 შეიარაღების შესყიდვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება.

2.6 ლოგისტიკა

2.6.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური თავსებადობის გაზრდა ნატო-ს ძალებთან  მოქმედება 1 ლოგისტიკის სისტმის რესტრუქტურიზაცია  მოქმედება 2 თავსებადობის ეროვნული კონცეფციის შემუშავება  მოქმედება 3 ლოგისტიკის პირადი შემადგენლობიდან ლოგისტიკის მეკავშირე ოფიცერთა წვრთნა

2.6.2. ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობების მიღწევა  მოქმედება 1 მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის შემუშავება და განხორციელება  მოქმედება 2 მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ეროვნული კატალოგის მონაცემთა ბაზის შექმნა  მოქმედება 3 ნატო-სთან მოლაპარაკება ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ

2.6.3. ლოგისტიკის კოდიფიკაციის სტანდარტიზებული და კოორდინირებული სისტემის ჩამოყალიბება  მოქმედება 1 კოდიფიკაციის სახელმწიფო ბიუროს ჩამოყალიბება

2.6.4. დონაციის სახით მიღებული აღჭურვილობის გამოყენების გეგმის შემუშავება და განხორციელება (ლოგისტიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით)  მოქმედება 1 პარტნიორი ქვეყნების ლოგისტიკის ექსპერტთა მუდმივი ჯგუფის (შGPLE) აღჭურვილობის დონაციის საკონტროლო სიის წარმოება

3. საზოგადოების ინფორმირების, მეცნიერების, გარემოს დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხები

3.1 საზოგადოების ინფორმირება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზესაქართველოს გამიზნული აქვს საზოგადოების ინფორმირების სტრატეგიის აქტიურად და კოორდინირებულად შემუშავება, რომლის მიზანს წარმოადგენს უსაფრთხოების სფეროს, თავდაცვის სექტორის მოდერნიზაციასა და ტრანსფორმაციაზე, მათ შორის შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული და სამოქალაქო კონტროლის განხორციელებაზე საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება და მათი მხარდაჭერის მოპოვება.

3.2. თანამშრომლობა მეცნიერების სფეროში / თანამედროვე საზოგადოების გამოწვევებისაქართველოს სურს მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სთან მეცნიერების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას და ამ რეფორმების სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ შედეგებზე სათანადოდ რეაგირებას. საქართველო, ხელს შეუყწობს ქვეყნის სამეცნიერო, აკადემიური და სამთავრობო ინსტიტუტების შესაძლებლობათა გაძლიერებისათვის, რათა მათ სათანადო წვლილი შეიტანონ საფრთხეების, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

3.3. სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების მართვა და მზადყოფნა საქართველო მოწოდებულია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემა და ფოკუსირება მოახდინოს უფრო ეფექტიან მექანიზმებზე, ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისი სტრუქტურებისა და პერსონალის მომზადებაზე.

3.1 საზოგადოების ინფორმირება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე3.1.1. სახელმწიფო რეფორმების მხარდასაჭერად ეროვნული საინფორმაციო სტრატეგიის შემუშავება  მოქმედება 1. საგანგებო სამუშაო ჯგუფის შექმნა უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით ეროვნული სტრატეგიის შესამუშავებლად და განსახორციელებლად3.1.2. ნატოს შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაუმჯობესება  მოქმედება 1. ნატო-ს შესახებ ეროვნული საინფორმაციო ცენტრის ჩამოყალიბება  მოქმედება 2. საინფორმაციო კამპანიის შემუშავება

3.2. თანამშრომლობა მეცნიერების სფეროში და თანამედროვე საზოგადოების გამოწვევები3.2.1. ნატოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება ეროვნული პრიორიტეტების, პოლიტიკისა და რეფორმის მიზნების მხარდასაჭერად  მოქმედება 1. ვირტუალური აბრეშუმის გზის ინტერნეტ სისტემასთან  კავშირების გაფართოება  მოქმედება 2. მეცნიერების ეროვნული სტრუქტურებისა და სამეცნიერო პოლიტიკის მოდერნიზაცია, იხ. ასევე მიზნები 1.2.4. და 1.3.2.3.2.2. სამხედრო ღონისძიებების გარემოზე ზემოქმედების შემცირება მოქმედება 1. გარემოს დაცვის მენეჯმენტის დანერგვა სამხედრო სექტორში თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის გათვალისწინებით, იხ. ასევე მიზნები 1.2.2. და 1.3.3.

3.3. თანამშრომლობა სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების მართვისა და მზადყოფნის საკითხებში3.3.1. სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების ეროვნული სისტემის სრულყოფა  მოქმედება 1. საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის (შსს) რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების მართვისა და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნის საქმეში  მოქმედება 2. ეროვნული სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების მართვის და სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების და კრიზისების მართვის სტრუქტურების სრულყოფა  მოქმედება 3. სპეციალისტთა და ექსპერტთა ტრეინინგის გაუმჯობესება

4. ადმინისტრაციული, საინფორმაციო უსაფრთხოებასთან და რესურსებთან დაკავშირებული საკითხები

4.1. ადმინისტრაციული საკითხებისაქართველომ უკვე ჩამოაყალიბა სახელმწიფო დონეზე ის ორგანოები და მექანიზმები, რომლებიც წარმართავენ და კოორდინაციას გაუწევენ ნატო-სთან და პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში ურთიერთობის პოლიტიკას და შესაბამის ღონისძიებებს. ჩამოყალიბებულმა სტრუქტურამ უნდა შეიძინოს სათანადო უფლებამოსილება, რათა სახელმწიფო უწყებებს გაუწიოს ეფექტური კოორდინაცია და მისცეს სათანადო რეკომედაციები. 

4.2. რესურსებიინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული ღონისძიებები და პროგრამები სათანადოდ უნდა დაფინანსდეს, რათა შესაბამისი სახელმწიფო სტუქტურები და მათი წარმომადგენლები სრულად ჩაერთონ ნატოს-თან თანამშრომლობის  პრიორიტეტულ ღონისძიებებში.

4.3. საინფორმაციო უსაფრთხოებასაქართველოს გამიზნული აქვს უზრუნველყოს ნატო-სთან კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობების ჩამოყალიბება შეძლებისდაგვარად მოკლე დროში.

 

4.1. ადმინისტრაციული საკითხები

4.1.1. ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ეფექტურობის უზრუნველყოფა დამხმარე პროგრამების კოორდინაციისა და თანმიმდევრული მენეჯმენტის  გზით  მოქმედება 1 სათანადო კავშირების დამყარება ნატო-სთან სხვადასხვა დონეზე, მათ შორის ნატო-ს საკონტაქტო საელჩოსთან და ნატო-ს მეკავშირე ოფიცრისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა.

4.1.2. სამეკავშირეო სტრუქტურების გაუმჯობესება  მოქმედება 1 საქართველოდან პარტნიორობის შტაბის ოფიცრის გაგზავნა  ნატო-ს შტაბბინაში, საერთაშორისო სამხედრო სამსახურში

4.2. რესურსები

4.2.1. ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მხარდამჭერი პროგრამების და ღონისძიებების სათანადო დაფინანსების უზრუნველყოფა  მოქმედება 1 თანამშრომლობის აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის სარესურსო მოთხოვნების განსაზღვრა და გამოყოფა

4.3. საინფორმაციო უსაფრთხოება

4.3.1. ნატოსა და საქართველოს შორის კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის ნატო-ს მოთხოვნების შესაბამისი შიდა უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება  მოქმედება 1 კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის გადატანა საპარლამენტო კომიტეტის ოფისიდან ეროვნული უშიშროების საბჭო-ს აპარატში 4.3.2. ნატო-სთან უსაფრთხო ელექტრონული კავშირის საშუალებების აღდგენა  მოქმედება 1 თავდაცვის სამინისტროს პერსონალის გადამზადება შY71-ის გამოყენებაში, რომელიც საქართველოს მიეწოდა, თუმცა დღეისათვის არ ფუნქციონირებს.