საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

mfa

ბიოგრაფია 

2020 წლის ივლისიდან დღემდე  - ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი. 

დაიბადა: 4 ივლისი, 1973 ლი, . თბილისი, საქართველო.

 

განათლება: 

1990-1995 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები;

1997 წ. - ნატოს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია);

1998 წ. - შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი;

1999 წ. - თავდაცვის რესურსების მართვის ინსტიტუტი (კალიფორნია, აშშ);

2004 წ. - ჯორჯ ს. მარშალის უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრი (გარმიში, გერმანია).

ამსახურეობრივი გამოცდილება:

1997-1998 წწ. - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;

1998-2000 წწ. -  საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი;

2000-2001 წწ. -  ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოსა და ევროგაერთიანებასა და ნატოსთან მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი;

2001-2004 წწ. -  ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობა, მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში (ბრიუსელი, ბელგია);

2004-2005 წწ. -  ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;

2005-2009 წწ. -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში (ავსტრია) განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიში;

2009-2016 წწ. -  პოლიტიკური პარტიის, "თავისუფალი დემოკრატების" დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;

2010-2012 წწ. -  თბილისის საკრებულოს მეოთხე მოწვევის წევრი და სოციალური და ჯანდაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

2012-2016 წწ. -  არჩეული იქნა  საქართველოს პარლამენტის წევრად, 2012 წლიდან 2015 წლის აპრილამდე ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ, 2015 წლის მარტიდან EURONEST- ის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის თანათავმჯდომარედ;

2016-2017 წწ. -  საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;

2018-2020 წწ. -  ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.