საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

    ძვირფასო მკითხველო,

    დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდანვე საქართველოს საზოგადოებამ მტკიცე არჩევანი გააკეთა საკუთარი მომავალი განვითარების ვექტორის თაობაზე და აქედან გამომდინარე, ნატოსა და ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა განსაზღვრა როგორც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფუნდამენტური მიმართულება.

    საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი ამბობს: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კაშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“

დღეს, ჩვენი ქვეყანა დგას შეუქცევადი და  ყოვლისმომცველი დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე, ასოცირების დღის წესრიგისა და ყოველწლიური სამოქმედო პროგრამის იმპლემენტაციით ვაწარმოებთ ძირეულ სექტორულ რეფორმებს და მაქსიმალურად ვუახლოვდებით ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებს, რაც საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში საბოლოო წევრობის პრერეკვიზიტია. ამ რეფორმებში მიღწეული დიდი წარმატება აღიარებულია ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის ნატო- მიერ.

1994 წლიდან საქართველო მონაწილეობს ნატო- პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში", ხოლო 2002 წლის ნატო- პრაღის სამიტზე ჩვენ ოფიციალურად განვაცხადეთ ალიანსში გაწევრიანებისაკენ ჩვენი მისწრაფების შესახებ. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო- წევრი.

ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს საქართველოსა და ალიანსს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის და პოლიტიკური კონსულტაციების ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მექანიზმები, რომლებიც ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის ამაღლებაში. ამ კუთხით, ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელება. მხარეების აქტიური ძალისხმევით, არსებითი პაკეტის განხორციელებაში უკვე ჩართულია ნატო- ყველა მოკავშირე და რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა. ნიშანდობლივია, რომ 2020 წლის ბოლოს იგეგმება პაკეტის გადახედვა და მისი განახლება. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ალიანსის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს უკვე გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.

როგორც ნატო- ასპირანტმა ქვეყანამ, საქართველომ დაამტკიცა, რომ ერთგულია საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ და წარმოადგენს ალიანსის საიმედო პარტნიორს. ქართველმა სამხედროებმა, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ძალებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ნატო- ოპერაციებში ავღანეთში, კოსოვოში, ერაყშიმალისა და ცენტრალურ აფრიკაში.

აღსანიშნავია, რომ ნატო- არაწევრ ქვეყნებს შორის, საქართველო წარმოდგენილი იყო ყველაზე დიდი სამხედრო კონტიგენტით ავღანეთში ნატო- ეგიდით განხორციელებულ უსაფრთხოების დახმარების საერთაშორისო ძალების" (ISAF-ის) ოპერაციაში. ამჟამად ავღანეთში მიმდინარე ნატო- მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" (Resolute Support Mission) მონაწილეობს 900-მდე სამხედრო მოსამსახურე, რაც საქართველოს ხდის მისიის ერთ-ერთ უმსხვილეს წვლილის შემტან ქვეყნად. ალიანსის ოპერაციებში ჩვენი ძალების გამოყენების მიზნით, საქართველო ასევე ჩართულია ნატო- სწრაფი რეაგირების ძალებში.

საქართველოს ინტენსიურმა მონაწილეობამ ალიანსის ოპერაციებში მნიშვნელოვნად გაზარდა მისი თავსებადობა მოკავშირე ძალებთან. 2014 წლიდან, საქართველოს, როგორც ნატო- ერთ-ერთ ყველაზე თავსებად ქვეყანას, მინიჭებული აქვს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის" სტატუსი, რაც ხელს უწყობს ინტეგრაციული პროცესის გაღრმავებას.

საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას ალიანსთან შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ნატო-სთან ამ საკითხზე წარმოებულ სტრატეგიულ დისკუსიებში. ასევე მიმდინარეობს მუშაობა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ალიანსის მიერ შემუშავებულ პრაქტიკულ აქტივობებში საქართველოს ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან ჩვენი ამოცანაა არამარტო ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ არსებულ საფრთხეებს, არამედ რა დავუპირისპიროთ ხვალიდნელი დღის გამოწვევებს. შესაბამისად, საქართველო გეგმავს თავისი წვლილის შეტანას ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თაოსნობით მიმდინარე პროცესში „ნატო 2030“. ეს პროცესი მიზნად ისახავს განსაზღვროს, თუ რა სახეცვლილება სჭირდება ალიანსს რომ მომავალში იყოს უფრო ძლიერი ორგანიზაცია პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით. საქართველოს ჩართვა პროცესში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი, როგორც ნატო–ს ასპირანტი ქვეყნის აქტიურ როლს, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის უსაფრთხოების ახალ გარემოსთან ადაპტირებას.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იქ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვას. ჩვენი ქვეყანა აფასებს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ოკუპირებული რეგიონების ..  დამოუკიდებლობის" არაღიარების პოლიტიკის გატარებას.

იმედს გამოვთქვამ, რომ ხშირად ეწვევით ჩვენს სოციალურ გვერდებს და დაინტერესდებით როგორც თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მოძიებით, ასევე მისიის საქმიანობით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ღია ვართ კომუნიკაციისთვის, თანამშრომლობისთვის და თქვენ კითხვებზე პასუხის გაცემისთვის.