საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პანკისელი პედაგოგების ვიზიტი ნატო-ს შტაბ-ბინაში

ვიზიტის ფარგლებში, 5 თებერვალს, გაიმართა მასწავლებლების შეხვედრა ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ალექსანდრე მაისურაძესთან.

შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიის, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. ყურადღება გამახვილდა მასწავლებლების ინფორმირების აუცილებლობასა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„ასეთი სახის შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. მასწავლებლებს და სკოლის ხელმძღვანელებს პანკისის ხეობიდან, საშუალება მიეცათ ალიანსის მაღალი დონის წარმომადგენლებთან და ჩვენთან შეხვედრის განმავლობაში სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ არა მხოლოდ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის თაობაზე, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რადგან ამ შეხვედრით საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე,“ - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.