საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს და კანადის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. აღინიშნა, რომ  საქართველო გახლავთ ალიანსის და ასევე კანადის ღირებული პარტნიორი რეგიონში, ხაზი გაესვა ქვეყნის როლს რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში და კანადის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ.

კანადურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა  დაეხმაროს საქართველოს არსებული გამოწვევების დაძლევაში და ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაში. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა კანადის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემქნილ ვითარებაზე.

შეხვედრისას მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და კანადის ორმხრივი ურთიერთობები.  მინისტრებმა გამოხატეს მზაობა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კონტაქტების გაძლიერებას და ამისათვის შესაბამის უწყებებს შორის  კონტაქტების  დამყარებას.  მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთიბის 30 წლისთავი კარგ შესაძლებლობას იძლევა სათანადოდ აღინიშნოს საიუბილეო თარიღი და ასევე საფუძველი ჩაეყაროს ორი ქვეყნის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.