საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართა

ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის დასკვნითი დოკუმენტი, ნატო-ს კომუნიკე გამოქვეყნდა, რომელშიც ალიანსი ადასტურებს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება:
"ჩვენ კიდევ ერთხელ მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, იმას რომ თითოეული პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურებით.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი გარედან ჩარევის გარეშე.
როგორც გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან საკითხების ფართო სპექტრში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, რომელიც აჩვენებს მის ერთგულებას და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.
ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას „საქართველოს წინსვლის გზა“ და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას ყველა მხარის მიერ.
ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანებისთვის მზადების პროგრესში.
ჩვენ ერთგული ვრჩებით ნატო-საქართველოს კომისიისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის სრულად გამოყენების, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის"