საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან

2020 წლის 17 ივლისს ნატო–სთან საქართველოს წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. 
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი, ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. 
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და ნატო–ს პოლიტიკური როლის გაძლიერებისკენ მიმართული პროცესის „ნატო–2030“ მიმდინარეობაზე.  
შეხვედრის დასასრულს, ნატო–სთან საქართველოს წარმომადგენელმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს სთხოვა, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, განიხილოს საქართველოში ვიზიტის განხორციელების პირველივე შესაძლებლობა.