საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გიოტმიოლერის ვიზიტი საქართველოში

21.09.2018ქ.თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერთან. 
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს ურიერთობების დინამიკა,ბრიუსელის სამიტის შედეგები, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესი. 
 
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად. კიდევ ერთხელ დადასტურდა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. გენერალური მდივნის მოადგილემ კმაყოფილება გამოხატა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე როგორც რეფორმების განხორციელების, ისე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.
  
როუზ გიოტმიოლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა.  
 
ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.